მთავარი კონტაქტი საიტის რუქა » ბმულები  
სანაპირო ბათუმის ხედი სანაპიროს ქუჩა ბათუმის პორტი სასტუმრო ბულვარი
   

პუბლიკაციები
Image
აგვისტო 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ 
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ბიბლიოთეკა
Image
სიახლის გამოწერა

გამოწერა

ამინდი



ისტორია
“ყოველი წერილი ძეგლი არს მეტყუელი,
გამომაჩინებელი აღმწერლისაჲ საუკუნოდ,
რომელისამე საქებელ ყოფად, 
ხოლო სხვისა განქიქებად”
არსენ ამარტოლი (XIII)   

საარქივო საქმე სახელმწიფოებრივი მშენებლობის მნიშვნელოვანი დარგია. იგი ემსახურება ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ ინტე­რესებს,  დოკუმენტური მემკვიდრეობის დაცვას. 

არქივებს საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. დოკუმენტების სა­ცავები არსებობდა ეკლესიებში და სასახლის კარზე. XVIII ს-ში შეიქმნა აქტსაცავი ,,და­ვთარხანა“, სადაც ინახებოდა ქვეყნისა საშინაო და საგარეო ცხოვრების ამსახველი დო­კუმენტები. 

ოსმალთა სამსაუკუნოვანმა ბატონობამ აჭარაში არსებულ საარქივო საგანძურს  სე­რიოზული ზიანი მიაყენა. დოკუმენტების დიდი ნაწილი მათ დააზიანეს ან გა­იტა­ცეს. 1878 წელს ბათუმში შეიქმნა  ადმინისტრაციული და სამეურნეო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომელთა დოკუმენტების ძირითადი ნაწილი შესანახად იგზავნებოდა მეფის რუ­სე­თის მსხვილ ადმინისტრაციულ ცენტრებში (პეტერბურგში...).

საქართველოს რევკომის 1921 წლის დეკრეტის ,,საარქივო საქმის რე­ორგ­ა­ნი­ზა­ცი­ის შესახებ“ საფუძველზე აჭარაში დაიწყო სამხედრო და სამოქალაქო  საარქივო დო­­კუმენტების შეგროვება და დაცვა. 1922 წლის 7 დეკემბრის აჭარის ასსრ სახკო­მსა­ბჭოს პლენუმზე დაისვა საკითხი ბათუმში საარქივო დოკუმენტების შექმნის შესახებ. 1923 წლის 20 მარტს არქივის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და­ავალა განათლების სახალხო კომისარისტს. 1923 წ.11 აპრილს აჭარის ასსრ სა­ხკო­მსა­ბჭოს პლენუმის სხდომაზე ხელახლა განიხილეს აღნიშნული საკითხი და მიიღეს გა­და­წყვეტილება აჭარის განათლების სახალხო კომისარიატთან საარქივო განყო­ფი­ლე­ბის დაუყოვნებლივი შექმნის შესახებ 4 საშტატო ერთეულით (საარქივო გა­ნყო­ფი­ლე­ბის გამგე, კლასიფიკატორი, არქივარიუსი და კურიერი). 

1926 წლის 19 დეკემბერს დაარსდა სამაზრო საარქივო ბიუროები, რომლებმაც იარსებეს 1929 წლამდე. 1930 წლიდან შემოიღეს არქივარიუსის თანამდებობა. 1936 წე­ლს აღმასკომებთან შეიქმნა საარქივო განყოფილებები. 1937 წლიდან არსებობს სა­უწყებო არქივები. 1929 წლიდან განსახკომის საარქივო განყოფილება - ცენტრალური არქივი დაექვემდებარა აჭარის ასსრ-ის ცაკს. 1938 წლის ოქტომბრიდან აჭარის ასსრ ში­ნაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გამგებლობაში შეიქმნა საარქივო გა­ნყო­ფი­ლე­ბა, რომელიც ხელმძღვანელობდა ცენტრალურ სახელმწიფო  და რაიონულ არქი­ვე­ბს. 

1960 წლის 26 აპრილის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს N296 და­დგე­ნი­ლ­­ე­ბით აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო განყოფილება გა­რდა­იქმნა აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ საარქივო განყოფილებად, 1963 წლის 25 აგვისტოდან - საარქივო სამმართველოდ, ხოლო 1991 წლის 29 ივნისიდან კი აჭარის არ სახელმწიფო სამეცნიერო - საწარმოო გაერთიანება ,,მემატიანედ“. 

აჭარის არ უზენაესი საბჭოს 1995 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით შეიქმნა აჭარის არ საარქივო დეპარტამენტი. 1995 წელს იგი გარდაიქმნა სახელმწიფო-სა­არქი­ვო დეპარტამენტად. 2004 წლის 17 აგვისტოდან იგი გარდაიქმნა  აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - სა­არქივო სამმართველოდ. დღეისათვის მის უფლებამოსილებაშია რეგიონში სა­არქი­ვო საქმის მართვა, საქმისწარმოების სრულყოფა და  საარქივო ფონდის გა­ნვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნვა.

«««




ძიება ვებ-გვერდზე
კინო გალერეა
Image
ფოტო გალერეა
Image
ფონო გალერეა
Image
გამოკითხვა
ჩვენი ვებ-გვერდი...

შეფასება

შედეგები

ვალუტის კურსი


©2009-2017 აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო
დამზადებულია სტუდია “ანთროპოს” მიერ
სტუმართა რაოდენობა:
Fatal error: Allowed memory size of 33554432 bytes exhausted (tried to allocate 4196994 bytes) in /home/archivesajara/public_html/counter.php on line 18