მთავარი კონტაქტი საიტის რუქა » ბმულები  
სანაპირო ბათუმის ხედი სანაპიროს ქუჩა ბათუმის პორტი სასტუმრო ბულვარი
   

პუბლიკაციები
Image
სექტემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ 
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
ბიბლიოთეკა
Image
სიახლის გამოწერა

გამოწერა

ამინდი



საარქივო სამმართველოს ფუნქციები

აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად უზრუნველყოფს აჭარაში საარქივო საქმის მართვას, საქმისწარმოების სრულყოფასა და ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებას.

 
საარქივო სამმართველო  მიზნებია:
  • საარქივო ფონდის შევსება;
  • საარქივო ფონდის დოკუმენტების აღწერა და ცენტრალიზებული აღრიცხვა;
  • საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფა, კონსერვაცია, დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია, განსაკუთრებული ღი­რე­ბუ­ლების მქონე დოკუმენტებზე სადაზღვევო ფონდის შექმნა;
  • საარქივო ფონდის დოკუმენტებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა კა­ნო­ნმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
  • ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების – ადგილობრივი არქი­ვების მუშაობის ორგანიზაცია, კოორდინაცია, ნორმატიული და მეთოდიკური უზრუ­ნველყოფა;

"ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე საარქივო სამმართველო ახორციელებს ეროვნული სა­არქი­ვო ფონდის დოკუმენტების, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა (მათ შო­რის ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძე­გლე­ბის) აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის, აგრეთვე საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას. 

საარქივო სამმართველო აწარმოებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროულად და მოწესრიგებული სახით მიღებას; 

ახორციელებს საზღვარგარეთის არქივებში დაცული საქართველოს ისტორიის ამსა­ხველი დოკუმენტების გამოვლენას, ამზადებს წინადადებებს ამ დოკუმენტების ან მათი პირების შესაძენად; 

ახორციელებს ეროვნულ არქივში განთავსებული საარქივო დოკუმენტების და­ცვას, მათი შენახვის პირობების მონიტორინგისა და ოპტიმიზაციის ღონისძიებებს;

უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაინტერესებული პირების თავისუფალ დაშვებას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; 

დადგენილი წესით აქვეყნებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს, სა­ცნო­ბარო-საინფორმაციო ლიტერატურას ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების შე­მადგენლობისა და შინაარსის შესახებ; 

ახორციელებს ცენტრალური არქივებისა და ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების - ადგილობრივი არქივების საქმიანობის მეთოდიკურ ხე­ლ­მ­ძღვა­ნე­ლო­ბასა და კონტროლს; 

ორგანიზაციულ-მეთოდიკურ ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო კონტროლს უწევს ტერიტორიული არქივების მუშაობასა და დაწესებულებათა დოკუმენტაციის მო­მზადებას საარქივო სამმართველოში ჩასაბარებლად. ხელს უწყობს დაწესებულებათა არქივების მუშაობის ორგანიზაციის სრულყოფასა და განვითარებას, მათში დო­კუ­მენტების დაცვისა და გამოყენების უზრუნველყოფას; 

ატარებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას არქივმცოდნეობის, დოკუმენტმცოდნეობის, არქეოგრაფიისა და მომიჯნავე საისტორიო დისციპლინების დარგში, შე­იმუ­შავებს მეთოდიკურ სახელმძღვანელოებს, აგროვებს, აანალიზებს და ავრცელებს სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციას არქივმცოდნეობისა და დოკუმენტმცოდნეობის დარგში. 

თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს და ავითარებს საერთაშორისო კავშირებს საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, მონაწილეობს პროფილური სა­ერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში.
 
საერთაშორისო ურთიერთობები
 
საარქივო სამმართველოში დაცული ისტორიული ძეგლებისა თუ უნი­კა­ლუ­რი დოკუმენტაციის პოპულარიზაციის, ასევე მუშაობის საერთაშორისო სტა­ნდა­რტე­ბის დამკვიდრების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურების გამოცდილების გაზიარება.

ამ მიზნით, საარქივო სამმართველომ გააფორმა ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ბლაგოევგრადისა (ბულგარეთი),  ოდესის (უკრაინა), გრაცის (ავსტრია),  სამხარეო არქივებთან, ასევე სტოქჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრთან.

მემორანდუმი  ითვალისწინებს საერთაშორისო პროექტებში ქართველ სპეციალი­სტთა მონაწილეობას, მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლას, უცხო ქვეყნების სა­არქივო დაწესებულებების დელეგაციების ეროვნულ არქივში ვიზიტებს, უცხოელ მკვლე­ვართა მუშაობის უზრუნველყოფას, ქართველი სპეციალისტების კვალი­ფი­კა­ცი­ის ამაღლებას.

საარქივო სამმართველო პერიოდულად მასპინძლობს საზღვარგარეთის ქვეყნების სა­არქივო დაწესებულებების დელეგაციებს. მათი ვიზიტის ფარგლებში არქივის დარბაზში გამოიფინა არქივის ფონდებში დოკუმენტები. მოეწყო გამოფენა „ბულგარელები ბათუმში“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ბულგარეთის შესახებ საარქივო სამმართველოში დაცული დოკუმენტები.

საარქივო სამმართველო აგრძელებს მუშაობას საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან თანამშრომლობის დამყარებისა და გაღრმავების მიზნით.

«««




ძიება ვებ-გვერდზე
კინო გალერეა
Image
ფოტო გალერეა
Image
ფონო გალერეა
Image
გამოკითხვა
ჩვენი ვებ-გვერდი...

შეფასება

შედეგები

ვალუტის კურსი


©2009-2017 აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო
დამზადებულია სტუდია “ანთროპოს” მიერ
სტუმართა რაოდენობა:
Fatal error: Allowed memory size of 33554432 bytes exhausted (tried to allocate 2097152 bytes) in /home/archivesajara/public_html/counter.php on line 7