მთავარი კონტაქტი საიტის რუქა » ბმულები  
სანაპირო ბათუმის ხედი სანაპიროს ქუჩა ბათუმის პორტი სასტუმრო ბულვარი
   

პუბლიკაციები
Image
აგვისტო 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ 
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ბიბლიოთეკა
Image
სიახლის გამოწერა

გამოწერა

ამინდი



ფოტო ფონდი

კინო-ფოტო დოკუმენტების განყოფილება აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში შეიქმნა 2008 წელს. მასში თავმოყრილია 19250 შ/ ერთეული, აქედან 9061 კინოდოკუმენტი, 3576 ფოტო და 6613 ფონოჩანაწერი.

 

დაცული ფოტოდოკუმენტების ქრონოლოგიური  ჩარჩოებია 1878–2007 წლები. მა­თზე აღბეჭდილია აჭარის ისტორიის წარსული და დღევანდელობა, ბათუმის ოლქის ისტორია, ძველი და ახალი ბათუმის ხედები,  რეგიონში მრეწველობის, სო­ფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და კულტურული მშენებლობის გა­ნვი­თა­რება.


განსაკუთრებით აღსანიშნავია ფოტოსურათები, რომლებიც  წარმოდგენას იძლევა 1878 წელს ციხისძირთან გამართულ რუსეთ-თურქეთის ომის ცალკეულ ეპი­ზო­დებზე, დაჭრილ-დაინვალიდებულ ჯარისკაცებზე, მათ საბრძოლო-საველე ცხო­ვრე­ბაზე, ოფიცერთა შემადგენლობასა და საველე-სანიტართა ჯგუფებზე.
ფოტოებზე აღბეჭდილია მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის და­სა­წყი­სში ბათუმის ნავსადგურში მიმდინარე სავაჭრო და სატვირთო პროცესები, ე.წ. "ნუ­რი­ეს", "თურქული" და სხვა ბაზრები.

ამავე პერიოდის ბათუმის ეთნოგარფიულ-ყოფით ცხოვრებაზე ნათელ წა­რმო­დგე­ნას იძლევა ფოტოები, რომლებზეც ლაზი და აჭარელი მეთევზეები, ოსმან ბექირ-ოღლის წყლის წისქვილი, სპარსელი მოლა, ნავსადგურის მეკურტნე მუშაა გა­მო­სა­ხუ­ლი.
ფოტოკოლექციაში გაერთიანებულია ფოტოები, რომელებიც 1878 წლის 20 ნოემბერს თბილისში, კავკასიის მთავარმართელის სასახლეში, აჭარის დედასა­მშო­ბლო­სთან დაბრუნების აღსანიშნავად წვეულებაზეა გადაღებული, მათზე აღბე­ჭდი­ლი არიან აჭარის დეპუტაციის წევრები და მასპინძლები. 

ფოტოებმა შემოგვინახეს "ცისფერყანწელების": პავლე საყვარელიძის,  ნიკოლო მი­წიშვილის, მწერლისა და დრამატურგის შალვა დადიანის, არქიტექტორ კოკი აბა­ში­ძის, გაზეთ სამუსლიმანო საქართველოს რედაქტორის მემედ აბაშიძის სახეები.

1927 წლით თარიღდება ფოტო, რომელზეც მემდ აბაშიძე თბილისელ პე­და­გო­გთა შორისაა აღბეჭდილი. 

ფოტოებმა შემოგვინახეს ინგლისელების მიერ ბათუმის ოკუპაციისა და 1921 წე­ლს აჭარის გასაბჭოების მომენტები.

განათლების სისტემის განვითრებას ასახავს ფოტოები, რომლებზეც აღბე­ჭდი­ლია პირველი ქართული სკოლა, სწავლების პროცესი მედრესებში (1921) და საბჭოთა პე­რიოდში აჭარაში გახსნილი ახალი სასწავლო კერები-სკოლები, ტექნიკუმები, ინ­სტი­ტუტები. 

აჭარის ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრებაზე მოგვითხრობენ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, რომლებშიც ასახულია შეხვედრები მ.შოლოხოვთან, ბულგარელ, უკრაინელ, რუს, კუბელ და სხვა ეროვნების მწერლებთან, პოეტებთან, მსახიობებთან. ფოტოებმა შე­მოინახეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თე­ატრის მსახიობების იუსუფ კობალაძის, ნუნუ თეთრაძის, მერაბ ხინიკაძის, ლევან ღლო­ნტის, აკაკი მგელაძის, ნინო საკანდელიძის, მანუჩარ შერვაშიძის, ხასან მეგრე­ლი­ძის და სხვათა სახეები, მათ მიერ განსახიერებული თეატრალური როლები. 

ფოტოსურათებში ასახულია 1989-1990 წლების ეროვნული მოძრაობა და ერო­ვნუ­ლი მოძრაობის ლიდერები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭა­ვჭა­ვა­ძე. ასევე ხალხმრავლი მიტინგები საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ლე­ნინის ძეგლის დემონტაჟი, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და­ღუპულ მებრძოლთა ნეშთების გადმოსვენების ცერემონიალი თავისუფლების მოედანზე. 

ფოტოობიექტივშია: ბათუმის ზღვისპირა პარკის ხედები, საზაფხულო თე­ატრი­თა და კოლონადებით, "მზის საათითა" და "მომღერალი შადრევნებით", "მოცეკვავე ბი­ჭუნების კომპოზიციითა და ხელოვნურ ტბაზე მოცურავე გედებით, დე­ლფი­ნა­რი­უმი­თა და აკვარიუმის მრავალფეროვანი ბინადრებით. აქვეა დაცული ბათუმის სა­ზ­ღვაო ნავსადგურში შემოსული უცხოური გემების, ტანკერების, უცხოელ ტურისტთა დე­ლეგაციების, ბათუმისა და აჭარის ღირსშესანიშნავი ადგილებისა და თვა­ლწა­რმტა­ცი პეიზაჟების ფოტოსურათები.

«««




ძიება ვებ-გვერდზე
კინო გალერეა
Image
ფოტო გალერეა
Image
ფონო გალერეა
Image
გამოკითხვა
ჩვენი ვებ-გვერდი...

შეფასება

შედეგები

ვალუტის კურსი


©2009-2017 აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო
დამზადებულია სტუდია “ანთროპოს” მიერ
სტუმართა რაოდენობა:
Fatal error: Allowed memory size of 33554432 bytes exhausted (tried to allocate 4196994 bytes) in /home/archivesajara/public_html/counter.php on line 18