მთავარი კონტაქტი საიტის რუქა » ბმულები  
სანაპირო ბათუმის ხედი სანაპიროს ქუჩა ბათუმის პორტი სასტუმრო ბულვარი
   

პუბლიკაციები
Image
ოქტომბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ 
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ბიბლიოთეკა
Image
სიახლის გამოწერა

გამოწერა

ამინდი



ფონო ფონდი

კინო-ფოტო დოკუმენტების განყოფილება აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში შეიქმნა 2008 წელს. მასში თავმოყრილია 19250 შ/ ერთეული, აქედან 9061 კინოდოკუმენტი, 3576 ფოტო და 6613 ფონოჩანაწერი.

 

ფონოჩანაწერებში წარმოდგენილია ძველი ქართული ხალხური სიმღერები: "აჭა­რული ფოლკლორი" - ჩაწერილი ვ.ახობაძის მიერ (1950-1960), ქობულეთის კუ­ლტუ­რის სახლის ვოკალური ჯგუფის მიერ შესრულებული "სიმღერა ბეღურა ქა­თა­მაძეზე" (1963), "იარამაშა"  "გურული მაყრული", "ალიფაშა" და სხვა.

ფონოფონდში დაცულია: ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის თვი­თმოქმედი ანსამბლის, აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის, აჭარის კუ­ლსა­გა­ნმა­ნათლებლო სასწავლებლის ქალთა ვოკალური ანსამბლის, ვოკალური ანსამბლ "რუ­სთავისა" და სხვა ინდივიდუალურ შემსრულებელთა სიმღერები.

ფონოფონდშია: აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ფრ.ხალვაშის მი­სა­სა­ლმებელი სიტყვები - ა.წერეთლის, კ.გამსახურდიას, დ.კლდიაშვილის, ი.ნო­ნე­შვი­ლის, ნ.მალაზონიას, გ.ტაბიძის საიუბილეო საღამოოებზე, მწერალ დ.შენგელაიას, მსხა­იობების ვ.ანჯაფარიძისა და აკ.ხორავას მოგონებები ბათუმზე.

აჭარელი ლეონიძეების ოჯახში სტუმრად მყოფი მწერალ გიორგი ლეონიძის სა­­უბა­რი და ვაჟა ფშაველას აჭარაში მოგზაურობის შესახებ, საუბარი ფირზე ჩა­წე­რი­ლია 1968 წელს.

ლიტერატურულ-დრამატული ჩანაწერებიდან აღსანიშნავია ბათუმის დრა­მა­ტუ­­­ლი თეატრის მსახიობების იუსუფ კობალაძის, ნუნუ თეთრაძის და მერაბ ხი­ნი­კა­ძის წა­კითხული მონოლოგები და ფრანგმეტები. სპექტაკლებიდან: "მო­კვე­თი­ლი", "ბა­­ხტრი­ონი", "ხევისბერი გოჩა", "კიკვიძე", "ოტელო", "ოიდიპოს მეფე", "ხი­ხა­ნის ძა­ხი­­ლი", "მეფე ერეკლე" (1970).

რადიო გადაცემაში - "მწერალი მიკროფონთან" საკუთარ ლექსებს კი­თხუ­ლობს პო­ეტი მამია ვარშანიძე (1970).

1964 წელს თბილისში ჩატარდა პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ჰა­იდარ აბა­შიძის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო – ფონო ჩა­ნა­წე­რე­ბში შე­მო­ნახულია მწერალ ლევან გოთუას მისალმება და ჰაიდარ აბაშიძის გამოსვლა.

ფონომასალის სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოს კათოლიკოს - პა­ტ­რია­ქის უწმი­ნდესისა და უნეტარესის ილია მეორის მისალმება ბათუმელი მრე­ვლი­სა­დმი (1989), ნოდარ დუმბაძის მილოცვა ბათუმის დრამატული თეატრის იუბილეზე (1983), პო­ეტების მამია ვარშანიძის, ფრიდონ ხალვაშის, კრიტიკოს შოთა ქურიძის და სხვათა ხმე­ბის ჩანაწერები.

 


«««




ძიება ვებ-გვერდზე
კინო გალერეა
Image
ფოტო გალერეა
Image
ფონო გალერეა
Image
გამოკითხვა
ჩვენი ვებ-გვერდი...

შეფასება

შედეგები

ვალუტის კურსი


©2009-2017 აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო
დამზადებულია სტუდია “ანთროპოს” მიერ
სტუმართა რაოდენობა:
Fatal error: Allowed memory size of 33554432 bytes exhausted (tried to allocate 2097152 bytes) in /home/archivesajara/public_html/counter.php on line 7