მთავარი კონტაქტი საიტის რუქა » ბმულები  
სანაპირო ბათუმის ხედი სანაპიროს ქუჩა ბათუმის პორტი სასტუმრო ბულვარი
   

პუბლიკაციები
Image
ოქტომბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ 
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ბიბლიოთეკა
Image
სიახლის გამოწერა

გამოწერა

ამინდი



სიახლეები
6 იანვარი 2011 წელი
საარქივო სამმართველოს ფოლკლორისტ ჯემალ ნოღაიდელის პირადი ფონდი გადასცეს მისმა შთამომავლებმა, პროფესორებმა: ნანული ნოღაიდელმა და თამილა ლომთათიძემ. ღონისძიება გახსნა და სიტყვა წარმოსთქვა საარქივო სამმართველოს უფროსმა, პროფესორმა კახაბერ სურგულაძემ. სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: მიხეილ მახარაძე (აჭარის არ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე), რამაზ სურმანიძე და ნანული ნოღაიდელი.

»»»

24 დეკემბერი 2010 წელი
2010 წლის 24 დეკემბერს უკრაინაში ქ. ოდესაში ხელი მოეწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოსა და ოდესის სამხარეო სახელმწიფო არქივებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. ამ მიზნით უკრაინაში მიწვეული იყო საარქივო სამმართველოს უფროსი კახაბერ სურგულაძე და ბათუმის საკრებულოს წევრი გიორგი კავაზაშვილი.

»»»

7 დეკემბერი 2010 წელი
ატესტაცია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება N-58 აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საარქივო სამმართველოსა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ.

»»»

18 ნოემბერი 2010 წელი
2010 წლის 18 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში ჩატარდა ზურაბ ქავთარაძის ფილმის ,,ტაო-კლარჯეთი”-ს პრეზენტაცია. წარმოდგენილმა ნამუშევარმა მართმადიდებლური ფილმების ფესტივალზე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.

»»»

2 ნოემბერი 2010 წელი
2010 წლის 2 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოში ჩატარდა ექსკურსია-გაკვეთილი ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტის პირველ კურსელთათვის.

»»»

1 ნოემბერი 2010 წელი
2010 წლის 1 ნოემბერს ბულგარეთში ქ. სოფიაში ხელი მოეწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოსა და სახელმწიფო სააგენტო ,,არქივებს” (ბულგარეთი) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. ამ მიზნით ბულგარეთში მიწვეული იყო საარქივო სამმართველოს უფროსი კახაბერ სურგულაძე. ბულგარეთის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახელმწიფო სააგენტო ,,არქივის” თავჯდომარემ, პროფესორმა გ.ბაკალოვმა და ბლაგოევგრადის ტერიტორიული არქივის განყოფილების გამგემ პეტრე სტანევმა.

»»»

8 ოქტომბერი 2010 წელი
2010 წლის 5-8 ოქტომბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ტაო-კლარჯეთი”. კონფერენციის მუშაობაში აშშ-ის, გერმანიის, სომხეთის, რუსეთის, თურქეთის სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო-ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი, პროფესორი თამაზ ფუტკარაძე. მის მოხსენებაში ,,კერის კლასიფიკაციის საკითხისათვის” შავშეთში მოძიებული მონაცემების საფუძველზე განხილული იყო კერის სპეციფიკური სახე – ორთვალა კერა, რომელიც დაფიქსირებულია იმერხევის ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში.

»»»


 


ძიება ვებ-გვერდზე
კინო გალერეა
Image
ფოტო გალერეა
Image
ფონო გალერეა
Image
გამოკითხვა
ჩვენი ვებ-გვერდი...

შეფასება

შედეგები

ვალუტის კურსი


©2009-2017 აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო
დამზადებულია სტუდია “ანთროპოს” მიერ
სტუმართა რაოდენობა:
Fatal error: Allowed memory size of 33554432 bytes exhausted (tried to allocate 2097152 bytes) in /home/archivesajara/public_html/counter.php on line 7