მთავარი კონტაქტი საიტის რუქა » ბმულები  
სანაპირო ბათუმის ხედი სანაპიროს ქუჩა ბათუმის პორტი სასტუმრო ბულვარი
   

პუბლიკაციები
Image
სექტემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ 
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
ბიბლიოთეკა
Image
სიახლის გამოწერა

გამოწერა

ამინდი



მივლინება ბულგარეთში

8 იანვარი 2013 წელი

მივლინება ბულგარეთში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, 2012 წლის 10 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე ბულგარეთში, სოფიის კირილესა და მეთოდეს ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის განყოფილებაში იმყოფებოდნენ საარქივო სამმართველოს განყოფილების უფროსი თამაზ ფუტკარაძე და სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ფრიდონ ქარდავა. მათ სოფიის ბიბლიოთეკის ფონდსაცავებში მოიძიეს ჩილდირის ვილაიეთის შესახებ არსებული XVI-XVIII საუკუნეების ოსმალური დოკუმენტები ( 550-მდე დოკუმენტი), რომელთა ციფრულმა ვერსიებმა ბინა დაიდო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოში. აღნიშნულ დოკუმენტებში წარმოდგენილია მოსახლეობის ეთნიკური სურათი, გადასახადები, საბრძოლო და სამხედრო შინაარსის მასალები, სხვადასხვა სახის ინფორმაციები კაზების შესახებ, არზები, არზუჰალები, დავთრები, ფირმანები, მაზბატები. აღნიშნულ წერილობით დოკუმენტებს აქვს უაღრესად დიდი სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან ოსმალური პერიოდის ამსახველი ისტორიული დოკუმენტები საქართველოს საარქივო დაწესებულებებში ძალზე მწირია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოში კი პრაქტიკულად ბოლო დრომდე არ არსებობდა. ვიზიტის პერიოდში საარქივო სამმართველოს წარმომადგენლები შეხვდნენ სოფიისა და ბლაგოევგრადის საარქივო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს, დაათვალიერეს ფონდსაცავები, რესტავრაციის ლაბორატორია, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები და ისაუბრეს სამომავლო სამეცნიერო კონტაქტების აუცილებლობის შესახებ.


«««




ძიება ვებ-გვერდზე
კინო გალერეა
Image
ფოტო გალერეა
Image
ფონო გალერეა
Image
გამოკითხვა
ჩვენი ვებ-გვერდი...

შეფასება

შედეგები

ვალუტის კურსი


©2009-2017 აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო
დამზადებულია სტუდია “ანთროპოს” მიერ
სტუმართა რაოდენობა:
Fatal error: Allowed memory size of 33554432 bytes exhausted (tried to allocate 2097152 bytes) in /home/archivesajara/public_html/counter.php on line 7