მთავარი კონტაქტი საიტის რუქა » ბმულები  
სანაპირო ბათუმის ხედი სანაპიროს ქუჩა ბათუმის პორტი სასტუმრო ბულვარი
   

პუბლიკაციები
Image
ოქტომბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ 
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ბიბლიოთეკა
Image
სიახლის გამოწერა

გამოწერა

ამინდი



წიგნის „ მოგზაურობა ძველ ბათუმში“ პრეზენტაცია

1 მაისი 2014 წელი

წიგნის  „ მოგზაურობა ძველ ბათუმში“ პრეზენტაცია

30 აპრილს ბათუმის  სანაპიროზე  კაფე „სანაპიროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა  წიგნის  „ მოგზაურობა ძველ ბათუმში“ პრეზენტაცია.

წიგნში შესულია ძველ ბათუმთან დაკავშირებული სტატიები და ფოტომასალა. სხვა სტატიებთან ერთად მასში განთავსდა  საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადებული ნაშრომები (ავტორი- საარქივო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ფრიდონ ქარდავა) რომლებიც წლების  მანძილზე იბეჭდებოდა გაზეთში -  „ ბათუმელები“.

წიგნის  გამომცემელია გაზეთი „ბათუმელები“ ის არ იყიდება,  საჩუქრად გადაეცემა  გაზეთის ერთგულ მკითხველებს.

პრეზენტაცია ერთ ლამაზ საღამოდ შეემატა ბათუმს. სანაპიროზე თავი მოიყარეს   ცნობილმა ბათუმელებმა და ჩვენი ქალაქის სტუმრებმა. ბუნებვრივია პრეზენტაციას სიხარულით უერთდებოდნენ უბრალო გამვლელები, რომელთათვისაც სასიხარულო სიურპრიზი იყო საინტერესო ალბომის წარდგინება.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე; უმაღლესი საბჭოს დეპუტატები:  გიორგი მასალკინი, მედეა ვასაძე, პეტრე ზამბახიძე; ბათუმის საკრებულო თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი; განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი, მინისტრის მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი,სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  როსტომ  შერვაშიძე და სხვა ოფიციალური პირები.

პრეზენტაციას  თან ახლდა  სურათების გამოფენა და ლამაზ ფონად გასდევდა ცოცხალი მუსიკა. 


«««




ძიება ვებ-გვერდზე
კინო გალერეა
Image
ფოტო გალერეა
Image
ფონო გალერეა
Image
გამოკითხვა
ჩვენი ვებ-გვერდი...

შეფასება

შედეგები

ვალუტის კურსი


©2009-2017 აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო
დამზადებულია სტუდია “ანთროპოს” მიერ
სტუმართა რაოდენობა:
Fatal error: Allowed memory size of 33554432 bytes exhausted (tried to allocate 2097152 bytes) in /home/archivesajara/public_html/counter.php on line 7