მთავარი კონტაქტი საიტის რუქა » ბმულები  
სანაპირო ბათუმის ხედი სანაპიროს ქუჩა ბათუმის პორტი სასტუმრო ბულვარი
   

პუბლიკაციები
Image
ოქტომბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ 
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ბიბლიოთეკა
Image
სიახლის გამოწერა

გამოწერა

ამინდი



შეხვედრა მკვლევართან

23 ივნისი 2014 წელი

შეხვედრა მკვლევართან

          2014 წლის 20 ივნისს, აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში მოეწყო ცნობილი მეცნიერის ოთარ თურმანიძის წიგნის ,,აჭარის პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორია (1921-1940)“  განხილვა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ქალაქის  საზოგადოების  წარმომადგენლები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი,  პროფესორები: სერგო ტაბაღუა,  სერგო დუმბაძე,  რამაზ სურმანიძე, ოთარ გოგოლიშვილი, მერაბ მეგრელიშვილი,  გელა მამულაძე,  ჯემალ ვარშალომიძე,  ნოდარ ბარამიძე.

ღონისძიება გახსნა და  დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობისა და პუბლიკაციის და გამოყენების განყოფილების უფროსი პროფესორი თამაზ ფუტკარაძე.

            მოხსენებებით: ,,პოლიტიკური ისტორიის საკითხები ო. თურმანიძის შრომებში“ და ,,ეკონომიკური ისტორიის საკითხები ო. თურმანიძის შრომებში“ -  გამოვიდნენ პროფ. მ. მეგრელიშვილი და პროფ. გ. მამულაძე. სიტყვით გამოვიდნენ: საარქივო სამმართველოს სამსახურის უფროსი ე. გოგიბერიძე, აპარატის უფროსი ე. ჩაგანავა, პროფესორები: რ. სურმანიძე, ს. ტაბაღუა, ს. დუმბაძე, ო. გოგოლიშვილი.

 წიგნის ავტორმა  პროფ. ო. თურმანიძემ თავის საპასუხო სიტყვაში პასუხი გასცა მომხსენებლების მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და აუდიტორიაში დასმულ შეკითხვებს და მადლობა გადაუხადა საარქივო სამმართველოს წიგნის, განხილვისა და გულთბილი შეხვედრისათვის.

            ღონისძიების პარალელურად მოეწყო ოთარ თურმანიძის წიგნების გამოფენა.


«««




ძიება ვებ-გვერდზე
კინო გალერეა
Image
ფოტო გალერეა
Image
ფონო გალერეა
Image
გამოკითხვა
ჩვენი ვებ-გვერდი...

შეფასება

შედეგები

ვალუტის კურსი


©2009-2017 აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო
დამზადებულია სტუდია “ანთროპოს” მიერ
სტუმართა რაოდენობა:
Fatal error: Allowed memory size of 33554432 bytes exhausted (tried to allocate 2097152 bytes) in /home/archivesajara/public_html/counter.php on line 7