მთავარი კონტაქტი საიტის რუქა » ბმულები  
სანაპირო ბათუმის ხედი სანაპიროს ქუჩა ბათუმის პორტი სასტუმრო ბულვარი
   

პუბლიკაციები
Image
აგვისტო 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ 
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ბიბლიოთეკა
Image
სიახლის გამოწერა

გამოწერა

ამინდი



არქივისტის დღისადმი მიძღვნილი IV სამეცნიერო კონფერენცია

2013 წლის პირველ მარტს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველოში  ჩატარდა  არქივისტის  დღისადმი  მიძღვნილი IV  სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის  მონაწილეებს  არქივისტის პროფესიული დღესასწაული და დედის დღე მიულოცეს უმაღლესი საბჭოს  თავჯდომარემ   ავთანდილ ბერიძემ, საარქივო სამმართველოს უფროსმა  გურამ სალაძემ.


კონფერენციაზე წაკითხული იქნა შემდეგი  მოხსენებები: ”საარქივო სამმართველოს საქმიანობის ძირითადი  მიმართულებები (ელგუჯა ჩაგანავა); ”სამეცნიერო -კვლევითი საქმიანობა საარქივო  სამმართველოში” (თამაზ ფუტკარაძე, ციცი ცინცაძე); ”საარქივო სამმართველოში დაცული ხელოვნების ფონდები” (მაია რურუა); ”საარქივო დოკუმენტების მნიშვნელობა  სამეცნიერო საქმიანობაში” (ოთარ თურმანიძე); ”საარქივო სამმართველოში დაცული  კინო-ვიდეო-ფოტო-ფონო ფონდები  და მათ მოვლა-შენახვასთან  დაკავშირებული პრობლემები” (გუგული პატარიძე):  ”სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შესახებ დაცული   ოსმალური დოკუმენტები სოფიის ბიბლიოთეკაში” (ფრიდონ ქარდავა) .


კონფერენციაზე   მოწვეული  იყვნენ  ამაგდარი არქივისტები:  ემელიანე ნაკაშიძე, თალიკო შეყილაძე, სერგო ტაბაღუა, ნანა კუჭაშვილი,  ჟუჟუნა რომანაძე და გუგული იმედაიშვილი, რომლებიც დაჯილდოვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით. უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი  გადაეცა ასევე არქივის თანამშრომელს გენადი კახაილიშს სამოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით.


მოეწყო  ფოტო და წერილობითი დოკუმენტების  გამოფენა, ნაჩვენები იქნა სლაიდშოუ.


«««




ძიება ვებ-გვერდზე
კინო გალერეა
Image
ფოტო გალერეა
Image
ფონო გალერეა
Image
გამოკითხვა
ჩვენი ვებ-გვერდი...

შეფასება

შედეგები

ვალუტის კურსი


©2009-2017 აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო
დამზადებულია სტუდია “ანთროპოს” მიერ
სტუმართა რაოდენობა:
Fatal error: Allowed memory size of 33554432 bytes exhausted (tried to allocate 4197161 bytes) in /home/archivesajara/public_html/counter.php on line 18